ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირების 3 650 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირების 3 650 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ესპანეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 3 650 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით 386 054 ადამიანი დაინფიცირდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის შედეგად გარდაიცვალა სამი ადამიანი. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 29 000-ს აღწევს. ინფორმაციას „გარდიანი“ ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.