ესპანეთში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი, 3 715 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ესპანეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის რეკორდულად მაღალი, 3 715 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში ვირუსის 1535 შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 131 ადამიანი გარდაიცვალა.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ესპანეთში კორონავირუსის 370 867 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. გარდაცვლილია 28 797 ადამიანი.