ესპანეთში „კოვიდ-19“-ის 1,153 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში ახალი შემთხვევების რაოდენობა ისევ იზრდება.
„გარდიანის“ ინფორმაციით, ესპანეთში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რიცხვი 282,641-ს აღწევს. ესპანეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე „კოვიდ-19“-ს 28,000-ზე მეტი პაციენტი ემსხვერპლა.