ესპანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 399 ადამიანი გარდაიცვალა
ესპანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 399 ადამიანი გარდაიცვალა

ესპანეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 399 ადამიანი გარდაიცვალა. როგორც ესპანეთის ხელისუფლება აცხადებს, „კოვიდ-19“-ის მსხვერპლთა რიცხვი უკვე რამდენიმე დღეა, იკლებს.

ესპანეთში ახალ კორონავირუსს, საერთო ჯამში, 20 852 ადამიანი ემსხვერპლა. 200 000-ზე მეტი დაინფიცირდა, ხოლო 80 000-ზე მეტი გამოჯანმრთელდა.

ესპანეთი 27 აპრილიდან კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას აპირებს. ხუთკვირიანი აკრძალვის შემდეგ მშობლებს ექნებათ საშუალება, 12 წლამდე ბავშვები ქუჩაში გაიყვანონ. ამასთან, მკაცრი კარანტინის პირობები, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეებს სახლიდან გასვლის უფლება მხოლოდ სამსახურში წასასვლელად ან სურსათის შესაძენად აქვთ, კვლავ ძალაში დარჩება.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი ესპანეთში 11 მაისამდე დარჩება ძალაში.