ესპანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3 349 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ესპანეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 3 349 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე ახალი კორონავირუსით 370 867 ადამიანი დაინფიცირდა. ინფორმაციას „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ესპანეთში „კოვიდ-19“-ით 122 პაციენტი გარდაიცვალა.
„გარდიანი“ასევე წერს, რომ ესპანეთში სამთვიანი მკაცრი საკარანტინო რეჟიმის გაუქმების შემდეგ, ქვეყანაში ლეტალური შემთხვევების რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა.