ესპანეთში ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსით 410 ადამიანი გარდაიცვალა
ესპანეთში ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსით 410 ადამიანი გარდაიცვალა

ესპანეთში ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსით 410 ადამიანი გარდაიცვალა. წინა დღეს ქვეყანაში ვირუსით 565 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსის თითქმის 4 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ესპანეთში ახალი კორონავირუსით 20 453 ადამიანია გარდაცვლილი, ინფიცირებულია 195 726 მოქალაქე.