ესპანეთის თასის გათამაშებაში ნახევარფინალური ეტაპი დაიწყო. ამ სტადიის პირველი მატჩი გამართეს ერთმანეთში „ლეგანესმა“ და „სევილიამ“. შეგახსენებთ, რომ სწორედ „ლეგანესმა“ გააგდო მეოთხედფინალში ტურნირიდან მადრიდის „რეალი“.
ანგარიში სტუმრებმა, „სევილიას“ ფეხბურთელებმა გახსნეს – კოლუმბიელმა ლუის მურიელმა პაბლო სარაბიას პასი გამოიყენა. მასპინძლებმა მეორე ტაიმში გაათანაბრეს ბერძენი მცველის, დიმიტრიოს სიოვასის ზუსტი დარტყმით და შეხვედრა ფრედ – 1:1 დასრულდა.
განმეორებითი მატჩი 7 თებერვალს გაიმართება.
დღეს შედგება მეორე ნახევარფინალურ წყვილში პირველი მატჩი – „ბარსელონა“ „ვალენსიას“ უმასპინძლებს.