ესპანეთის სანაპირო დაცვამ ხმელთაშუა ზღვაში 17 მიგრანტის ცხედარი აღმოაჩინა
ესპანეთის სანაპირო დაცვამ ხმელთაშუა ზღვაში 17 მიგრანტის ცხედარი აღმოაჩინა. ევროპაში მოხვედრის მსურველი თავშესაფრის მაძიებლები მაროკოდან ნავით მიემგზავრებოდნენ, თუმცა სატრანსპორტო საშუალება კლდეს შეეჯახა.
ნავზე კიდევ 40-მდე ადამიანი იმყოფებოდა. ისინი მაშველებმა გადაარჩინეს.
წლის დასაწყისიდან ესპანეთში ზღვის გავლით 47.5 ათასი მიგრანტი ჩავიდა, 570-მდე კი, გზაში დაიღუპა.