ესპანეთის სანაპირო დაცვამ ხმელთაშუა ზღვაში 17 მიგრანტის ცხედარი აღმოაჩინა

10:48, 06.11.2018

ესპანეთის სანაპირო დაცვამ ხმელთაშუა ზღვაში 17 მიგრანტის ცხედარი აღმოაჩინა. ევროპაში მოხვედრის მსურველი თავშესაფრის მაძიებლები მაროკოდან ნავით მიემგზავრებოდნენ, თუმცა სატრანსპორტო საშუალება კლდეს შეეჯახა.

ნავზე კიდევ 40-მდე ადამიანი იმყოფებოდა. ისინი მაშველებმა გადაარჩინეს.

წლის დასაწყისიდან ესპანეთში ზღვის გავლით 47.5 ათასი მიგრანტი ჩავიდა, 570-მდე კი, გზაში დაიღუპა.

მსგავსი