ესპანეთი და პორტუგალია უკრაინასთან ერთად აპირებენ მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატის მასპინძლობაზე განაცხადის შეტანას #1TVSPORT
უკრაინა აპირებს მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატის მასპინძლობაზე ერთობლივი განაცხადი შეიტანოს ესპანეთთან და პორტუგალიასთან ერთად, – წერს გაზეთი The Times.
წყაროს ცნობით, ეს ნაბიჯი ინიცირებულია უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენკის, აგრეთვე ესპანეთისა და პორტუგალიის მთავრობების მიერ. შესაძლოა, უკრაინამ ერთ-ერთი ჯგუფის მატჩებს უმასპინძლოს.
ახალი პარტნიორობის შესახებ ოფიციალურად ოთხშაბათს, უეფა-ს ოფისში უნდა გამოაცხადონ, სადაც პრესკონფერენციას გამართავენ ესპანეთისა და პორტუგალიის საფეხბურთო ხელმძღვანელები. ერთობლივი განაცხადის იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ფეხბურთს შეუძლია იმედისა და მშვიდობის აღდგენა.
აღნინავენ, რომ დადებითი გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი იქნება უსაფრთხოების გარანტიები. ამასთან, ელოდებიან, რომ უკრაინაში კონფლიქტი 2030 წლისთვის დასრულებული იქნება.