„ერთი დღე ჭადრაკის სამყაროში“ - ნონა გაფრინდაშვილმა და ზურაბ აზმაიფარაშვილმა პაექრობა ღვინით სავსე ჭიქებით გამართეს (ფოტო)
„ერთი დღე ჭადრაკის სამყაროში“ - ნონა გაფრინდაშვილმა და ზურაბ აზმაიფარაშვილმა პაექრობა ღვინით სავსე ჭიქებით გამართეს (ფოტო)

პეტრიაშვილის ქუჩაზე არსებულ ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე დღეს საჭადრაკო ღონისძიება „ერთი დღე ჭადრაკის სამყაროში“ ჩატარდა.

43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის მოახლებასთან ერთად საქართველოს მასშტაბით საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელობით არაერთი ღონისძიება უკვე გაიმართა.

დღეს ღვინის ქარხანაში მოყვარულთა საჭადრაკო ტურნირი ჩატარდა, ასევე მოეწყო ფოტოგამოფენა და საქართველოს ნაკრების საოლიმპიადო ფორმის ჩვენება. ღონისძიების ფარგლებში ზურაბ აზმაიფარაშვილმა და ნონა გაფრინდაშვილმა საჭადრაკო პაექრობა ღვინით სავსე ჭიქებით გამართეს.

ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი