დღეს, პლეი-აუტის განმეორებითი მატჩები გაიმართა და „ვიტ ჯორჯიამ“ და „სიონმა“ ეროვნული ლიგის საგზურები, დამაჯერებელი გამარჯვებებით მოიპოვეს.
„ვიტ ჯორჯიამ“ „სამტრედია“ მიიღო, რომელთანაც პირველი დაპირისპირება 2:2 დაასრულა, ამჯერად კი იოლად სძლია. ანგარიში უკვე მეხუთე წუთზე, პაატა ზურაბ ღირდალაძემ გახსნა – 1:0. მეშვიდე წუთზე „სამტრედია“ კაცნაკლული დარჩა: მოედნის ცენტრში უხეშობისთვის, შოთა კერძევაძემ წითელი ბარათი მიიღო. ამ დროს მოედანზე მაყურებლები შევარდნენ და მათ გაყვანას დრო დასჭირდა – თამაში მცირე ხნით შეჩერდა.
დანარჩენი დრო „ვიტ ჯორჯიას“ აშკარა უპირატესობით გაგრძელდა და მეტოქეს კიდევ სამი გოლი გაუტანა – თავი ნიკა მაისურაძემ (13), დავით საჯაიამ (62) და გიორგი ვაზაგაშვილმა (63) გამოიჩინს და „ვიტ ჯორჯიამ“ 4:0 დამსახურებულად გაიმარჯვა.
ბოლნისის განახლებულ თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე „სიონის“ დაბრუნება იღბლიანი გამოდგა. გუნდმა პლეიოფის პირველი მატჩი „გაგრას“ 1:0 მოუგო. განმეორებით შეხვდრაში. ანგარიში 28-ე წუთზე ვილი ისიანმა გახსნა, რომელმაც თავი პირველ შეხვედრაშიც გამოიჩინა. 51-ე წუთზე სტუმართა კარი მეორედ ლევან ხმალაძემ აიღო. საბოლოო ანგარიში 3:0 კი დავით კირკიტაძემ, 73-ე წუთზე დააფიქსირა.
ამგვარად, პლეი-აუტების ორი მატჩის ჯამში, მოიგეს „ვიტ ჯორჯიამ“ (4:0, 2:2) და „სიონმა“ (4:0, 1:0) და ეროვნულ ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვეს, სადაც „გაგრამ“დაწინაურება ვერ მოახერხა. „სამტრედია“ კი ლიგა 2-ში დაქვეითდა.