ეროვნული გვარდიის სამხედროები კაპიტოლიუმის შენობაში [ფოტო]
ეროვნული გვარდიის სამხედროები კაპიტოლიუმის შენობაში [ფოტო]

კონგრესში სხდომის პარალელურად, კაპიტოლიუმის შენობაში ეროვნული გვარდიის სამხედროები დიდი რაოდენობით არიან მობილიზებულნი. ფოტოებს უცხოური მედია ავრცელებს.

ფოტოებზე ათობით გვარდიელი ჩანს, რომლებიც კაპიტოლიუმში, შენობის ფოიეში იმყოფებიან.

შეგახსნებთ, რომ ამ წუთებში კონგრესში დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის შესახებ რეზოლუციას განიხილავენ, რომელიც დემოკრატებმა წარადგინეს. ოპონენტები ტრამპს ამბოხის წახალისებაში სდებენ ბრალს.

ეროვნული გვარდია კაპიტოლიუმში მას შემდეგ არის მობილიზებული, რაც 6 იანვარს კონგრესში დონალდ ტრამპის მხარდამჭერები შეიჭრნენ.

როგორც ცნობილია, 20 იანვარს დაგეგმილ ჯო ბაიდენის ინაუგურაციას 15 000-ზე მეტი ეროვნული გვარდიელი დაიცავს.