ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი ნიკოლოზ გაგუა არ აკონკრეტებს, აპირებს თუ არა საბჭოს წევრობის თანამდებობის დატოვებას
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი ნიკოლოზ გაგუა არ აკონკრეტებს, აპირებს თუ არა საბჭოს წევრობის თანამდებობის დატოვებას

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი ნიკოლოზ გაგუა არ აკონკრეტებს, აპირებს თუ არა საბჭოს წევრობის თანამდებობის დატოვებას.

„ჩემი გადაწყვეტილების შესახებ ან ისე, ან ასე მალე გახდება ცნობილი. ამიტომ ვერ გავაკეთებ კომენტარს. ჯერ პასუხს ვერ გეტყვით, – განუცხადა ნიკოლოზ გაგუამ საქართველოს პირველ არხს.

ამასთან, კითხვაზე, სანქციების წესებთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ახალი ბრძანება მისაღებია თუ არა მისთვის, გაგუამ აღნიშნა, რომ პროცესში ჩართული არ ყოფილა.

„მე არ ვიყავი გადაწყვეტილების მიღებაში ჩართული, ამიტომ ვერ გეტყვით“, – განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.

ამასთან, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრმა, ეკატერინე მიქაბაძემ დღეს განაცხადა, რომ ამ ეტაპზე თანამდებობის დატოვებას არც ის აპირებს და აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკის ქმედითუნარიანობა უნდა შენარჩუნდეს.

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობები პაპუნა ლეჟავამ და არჩილ მესტვირიშვილმა დღეს დატოვეს.

ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის მიხედვით, სებ-ის საბჭოში სულ ცხრა წევრია, თუმცა ამჟამად ის შვიდი პირისგან იყო დაკომპლექტებული, საიდანაც ოთხი პოზიცია აღმასრულებელ პირებს – პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს და სამ ვიცე-პრეზიდენტს ეკავა. კანონის მიხედვით, საბჭო არ არის ქმედითი, თუკი მასში წევრთა რაოდენობა ხუთზე ნაკლებია, თუმცა ახლა საბჭოში ზუსტად ხუთი წევრია. შესაბამისად, ამჟამად საბჭო ქმედუნარიანია.