„თიბისი ბანკის“ საკითხზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პარლამენტში ისაუბრებს
„თიბისი ბანკის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს პარლამენტში მომდევნო კვირაში მოუსმენენ.
ინფორმაცია პირველ არხს ეროვნულ ბანკში დაუდასტურეს.
გვენეტაძის მოხსენება დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე 26 თებერვალს, 12:00 საათზეა დაგეგმილი.
ასევე ცნობილია, რომ 26 თებერვალს „თიბისი ბანკის“ საქმის დეტალებს პარლამენტარებს მამუკა ხაზარაძეც გააცნობს.