ერევნის მთავრობის სასახლეში მამაკაცმა თავის აფეთქება სცადა
ერევნის მთავრობის სასახლეში მამაკაცმა თავის აფეთქება სცადა

ერევანში მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში უცნობმა მამაკაცმა ხელყუმბარით შესვლა და თავის აფეთქება სცადა. ინფორმაციას ამის შესახებ სომხური მედია ეროვნული უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების ცნობით, 1975 წელს დაბადებული მამაკაცი დაკავებულია. როგორც ადგილობრივი მედიასაშუალებები იტყობინებიან, მამაკაცის ქმედების მოტივი სოციალური პრობლემები იყო. ის მთავრობისგან ფინანსურ დახმარებას ითხოვდა. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.