ერევანში საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა
ერევანში საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა

ერევანში საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადილობრივი მედია ავრცელებს.

აფეთქების შედეგად, შენობა ნაწილობრივ ჩამოინგრა. დაშავებულია ორი ადამიანი. მათგან ერთის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, მეორის კი საშუალო სიმძიმის. მაშველები ამ დროისთვის ნანგრევებში მოყოლილ კიდევ ერთ მამაკაცს ეძებენ.

ადგილზე იმყოფებიან სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და საგანგებო სიტუაციების მინისტრი ფელიქს წოლაკიანი.

წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.