დონალდ ტრამპი – ერთადერთი, რის გამოც შეიძლება, იმპიჩმენტი გამომიცხადონ, არის ის, რომ ამერიკა დიდებული გავხადე

01:54, 13.11.2026

ერთადერთი, რის გამოც მათ შეუძლიათ, ჩემს წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყონ, არის ის, რომ ამერიკა დიდებული გავხადე, ჩვენ ძალიან კარგი სამუშაო გავაკეთეთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტელეარხ Salem News Channel-თან ინტერვიუში განაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტმა შეკითხვაზე, შუალედურ არჩევნებში დემოკრატების გამარჯვების ფონზე ელოდება თუ არა, რომ მის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყება, განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ არაფერი აქვთ.

მისივე თქმით ქვეყანაში უზარმაზარი ინვესტიციები იდება, აშშ-ის ჯარი კი ძლიერია, როგორც არასდროს.

„მათ არაფერი აქვთ ჩემს წინააღმდეგ. მათ არაფერი ჰქონდათ. ახლა ნამდვილად ნაკლები აქვთ, რადგან, შეხედეთ, ათასობით ქარხანა შენდება. გვაქვს ციფრები, რომლებსაც ადამიანები უყურებენ. „აუდი“ აშენებს ოთხი მილიარდი დოლარის ქარხანას, „ტოიოტა“ კი ხუთ მილიარდი დოლარის. ჩვენ არასდროს გვქონია მსგავსი რამ. ჩვენი ჯარი არასდროს ყოფილა უფრო ძლიერი. ჩვენ ვაშენებთ ოცი საბრძოლო მასალის ქარხანას. არასდროს ყოფილა მსგავსი რამ, რაც ახლა ხდება ჩვენს ქვეყანაში. ასე რომ, ერთადერთი რამ, რის გამოც მათ შეუძლიათ, ჩემს წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყონ არის ის, რომ ამერიკა დიდებული გავხადე. ჩვენ ძალიან კარგი სამუშაო გავაკეთეთ”,- განაცხადა ტრამპმა.

მსგავსი