ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებს, ჯარედ კუშნერსა და სტივ უიტკოფს დუბლინში შეხვდა

02:24, 13.11.2026

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებს, ჯარედ კუშნერსა და სტივ უიტკოფს შეხვდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან საუბრისას ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აბუ დაბიში სამმხრივი სამშვიდობო პროცესის დროს დიპლომატებმა პროგრესს მიაღწიეს, რისი დეტალებიც მან კუშნერსა და უიტკოფთან ერთად განიხილა.

მისივე თქმით, 12 ნოემბერს მოსკოვში გამართული აშშ-რუსეთის მომლაპარაკებლების ბოლო შეხვედრა იმედს იძლევა, რომ ომი დასრულდება, რადგან მოლაპარაკებების თითოეული რაუნდი პრობლემის გადაჭრის გზებს აახლოებს.

ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ მხარეებმა პროგრესს მიაღწიეს ტყვეების გაცვლასთან დაკავშირებითაც.

„ეს იქნება სამხედრო ტყვეების ყველაზე დიდი გაცვლა და ჩვენი ჯარისკაცები სახლში დაბრუნდებიან. ეს რეალური შედეგია“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ამასთან, ზელენსკის თქმით, ამერიკელმა მომლაპარაკებლებმა მას გარანტიები მისცეს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპელებიც იქნებიან ჩართულები.

„მათ ექნებათ საკუთარი ხმა მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდში, რადგან ეს მნიშვნელოვანია, ეს ომი ევროპაში მიმდინარეობს. ამასთან, ჩვენ ევროკავშირის წევრები გავხდებით მომავალში”,- განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი