ჯარედ კუშნერი – კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ არცერთი უფრო ფართო ევროპული უსაფრთხოების შეთანხმება არ იქნება მიღწეული უკრაინის უსაფრთხოების საკითხების მოგვარების გარეშე
ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ არცერთი უფრო ფართო ევროპული უსაფრთხოების შეთანხმება არ იქნება საბოლოოდ მიღწეული უკრაინის უსაფრთხოების საკითხების მოგვარების გარეშე, – ამის შესახებ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი ჯარედ კუშნერი სოციალურ ქსელში წერს.
კუშნერი რუსეთისა და უკრაინის ომის დასასრულებლად გამართული სამდღიანი მოლაპარაკებების შედეგებს აჯამებს და აღნიშნავს, რომ სტივ უიტკოფთან ერთად შეხვედრები გამართა როგორც რუსულ და უკრაინულ მხარესთან, ასევე ევროპის სახელმწიფოების წარმომადგენლებთან.
„დასრულდა სამდღიანი ინტენსიური დიპლომატიური სამუშაო, რომელიც მიზნად ისახავდა რუსეთსა და უკრაინას შორის საშინელი ომის დასრულებას. აბუ დაბიში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებთან დეტალური სამმხრივი მოლაპარაკებების შემდეგ ჩვენ მოსკოვში გავემგზავრეთ პრეზიდენტ პუტინთან პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის, შემდეგ კი დუბლინში – პრეზიდენტ ზელენსკისთან შესახვედრად. ჩვენ დღე უკრაინის, გერმანიის, იტალიის, ევროკავშირის, საფრანგეთის, ირლანდიისა და პოლონეთის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლებთან კონსულტაციებით დავასრულეთ. უზარმაზარი სამუშაო დაგვჭირდა მრავალი თვის შემდეგ პირდაპირი მოლაპარაკებების განახლებისთვის. ჩვენ მივაღწიეთ მნიშვნელოვან პროგრესს ორივე მხარის შეშფოთების მიზეზების გააზრების, შესაძლო გადაწყვეტილებების იდენტიფიცირებისა და წინსვლის გზის დადგენის კუთხით“, – წერს კუშნერი.
მისივე თქმით, მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდში ევროპელი პარტნიორებიც იქნებიან ჩართულები და, უკრაინასა და რუსეთს შორის ტერიტორიულ საკითხებთან ერთად, ისინი ომის შემდგომი ევროპული უსაფრთხოების უფრო ფართო შეთანხმებებსაც განიხილავენ.
„ორივე მხარე შეთანხმდა, რომ მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი გაფართოვდეს ჩვენი ევროპელი პარტნიორების ჩასართავად. ეს საშუალებას მოგვცემს, უკრაინასა და რუსეთს შორის ტერიტორიულ საკითხებთან ერთად, განვიხილოთ ომის შემდგომი ევროპული უსაფრთხოების უფრო ფართო შეთანხმებები. საბრძოლო მოქმედებების ხანგრძლივი დასრულება მოითხოვს უსაფრთხოების სანდო გარანტიებს, კონფლიქტის დეესკალაციის ვალდებულებებს, რომლებიც შეამცირებს მომავალი კონფლიქტის რისკს. ჩვენ შევთანხმდით პრეზიდენტ ზელენსკისთან, რომ მჭიდრო კონტაქტში დავრჩებოდით მასთან და მის გუნდთან და კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ არცერთი უფრო ფართო ევროპული უსაფრთხოების შეთანხმება არ იქნება საბოლოოდ მიღწეული უკრაინის უსაფრთხოების საკითხების მოგვარების გარეშე. ჩვენ პარალელურად დავიწყებთ ამ ურთიერთდაკავშირებული საკითხების განხილვას იმ გაგებით, რომ, ჰუმანიტარული ზომების გარდა, არაფერი დასრულდება ყოვლისმომცველი შეთანხმების მიღწევამდე“, – წერს კუშნერი.
მისივე თქმით, ამერიკული მხარე ტყვეების გაცვლის საკითზე მუშაობს.
როგორც კუშნერმა აღნიშნა, აშშ-ის პრეზიდენტს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რუსეთ-უკრაინის ომი დაასრულოს.
„ჩვენ ასევე ვმუშაობთ ომის ტყვეების ყველაზე მასშტაბურ გაცვლაზე, რაც, პოტენციურად, ათასობით ადამიანის ოჯახებთან გაერთიანებას უზრუნველყოფს. ამ ომმა მრავალი ადამიანის სიცოცხლე გაანადგურა და ვიმედოვნებთ, ორივე მხარე გამოიჩენს კეთილ ნებას და სერიოზულობას, რაც აუცილებელია ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯის დასასრულებლად. ჩვენ ველოდებით, რომ მალე გამოვაცხადებთ მოლაპარაკებების გზებს, განრიგს და დამატებით დეტალებს.
პრეზიდენტ ტრამპს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, დაასრულოს ეს საშინელი ომი. მნიშვნელოვანი უთანხმოებები რჩება, მაგრამ მიღწეული პროგრესი გვამხნევებს. ჩვენ განვახორციელებთ ყველა საჭირო დიპლომატიურ სამუშაოს, რათა ვიპოვოთ გარღვევა, რომელიც დაასრულებს ბრძოლას და შექმნის საფუძველს ხანგრძლივი მშვიდობისთვის, სუვერენული, უსაფრთხო და აყვავებული უკრაინისა და უფრო სტაბილური ევროპისთვის“, – წერს კუშნერი.
ცნობისთვის, აბუ დაბისა და მოსკოვის შემდეგ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები ირლანდიის დედაქალაქში ჩავიდნენ, რათა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დეტალები ვოლოდიმირ ზელენსკისთან განეხილათ.
Today concluded three days of intense diplomacy aimed at ending the horrible war between Russia and Ukraine.
Following detailed trilateral negotiations with the Russian and Ukrainian delegations in Abu Dhabi, we traveled to Moscow for direct discussions with President Putin, then to Dublin to meet with President Zelenskyy. We concluded the day consulting with National Security Advisors from Ukraine, Germany, Italy, EU, France, Ireland, and Poland.
A tremendous amount of work has gone into restarting direct negotiations after many months. We have made meaningful progress in understanding both sides’ concerns, identifying possible solutions, and establishing a path forward.
Both sides have now agreed to expand the next round of negotiations to include our European partners. This will allow us to address the broader postwar European security arrangements alongside the territorial issues between Ukraine and Russia. A lasting end to the fighting requires credible security guarantees, deconfliction mechanisms, and reciprocal de-escalation commitments that reduce the risk of future conflict.
We agreed with President Zelenskyy to remain in close contact with him and his team, and reaffirmed that no broader European security arrangements will be finalized without addressing Ukraine’s security concerns. We will begin discussing these interconnected issues in parallel, with the understanding that, apart from humanitarian measures, nothing will be finalized until a comprehensive agreement is reached.
We are also working toward what would be the largest prisoner exchange of the war, potentially reuniting thousands of people with their families. Many people’s lives have been devastated by this war and we hope both sides will demonstrate the good will and seriousness necessary to complete this important step.
We expect to announce the negotiating tracks, schedule, and additional details shortly.
President Trump is determined to end this horrible war. Significant differences remain, but we are encouraged by the progress made. We will undertake whatever hard diplomatic work is necessary to find a breakthrough that ends the fighting and creates the foundation for lasting peace, a sovereign, secure, and prosperous Ukraine, and a more stable Europe.
— Jared Kushner (@jaredkushner) November 13, 2026