ჯარედ კუშნერი – ვოლოდიმირ ზელენსკისთან ძალიან კარგი საუბარი გვქონდა, ბოლო სამი დღის განმავლობაში მომხდარის კარგი მიმოხილვა გავაკეთეთ
ვოლოდიმირ ზელენსკისთან ძალიან კარგი საუბარი გვქონდა და ბოლო სამი დღის განმავლობაში მომხდარის კარგი მიმოხილვა გავაკეთეთ, – ამის შესახებ დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯარედ კუშნერმა ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
კუშნერის თქმით, მხარეებს შორის ტყვეების გაცვლაზე მიღწეული შეთანხმება მოლაპარაკებების „ძალიან კარგი ეტაპია“. მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტი მზადაა, სცადოს სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის ქვეყნების ჩართვაც.
უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე საუბრისას კუშნერმა განაცხადა, რომ მიმდინარეობს დიდი პროგრესის მიღწევა.
დონალდ ტრამპის მეორე სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა განაცხადა, მხარეებს ახლო მომავალში კიდევ ერთი შეხვედრა აქვთ დაგეგმილი.
„პრეზიდენტი ტრამპი აპირებს, უხელმძღვანელოს ამ ომის დასრულებისკენ მიმართულ კამპანიას. ჩვენ კიდევ ერთი შეხვედრა გვაქვს დაგეგმილი“,- განაცხადა უიტკოფმა.