ერევნის ცენტრში აქციის მონაწილეების მასობრივი დაპატიმრება დაიწყო.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, რესპუბლიკის მოედანზე მიყვანილია წყლის ჭავლის მანქანები. ადგილზე პოლიცია და სპეცრაზმია მობილიზებული. ისინი აქციის მონაწილეებს აკავებენ.
სომხეთის იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ პოლიციას დემონსტრაციის დაშლის კანონიერი უფლება აქვს.
პოლიციის ინფორმაციით კი, აქციის ორგანიზატორები მათ ტერორორიიდან გაიყვანეს.
„აქციის ინიციატორები – ნიკოლ ფაშინიანი, არარატ მირზოიანი და სასუნ მიკაელიანი იძულების წესით გაიყვანეს დემონსტრანტების რიგებიდან, რათა შეწყვეტილიყო აქტივისტების უკანონო შეკრება“, – ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.