ერევანში, მაშტოცის გამზირზე აქციის 30-მდე მონაწილე დააკავეს.
პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება, რომ ანტისამთავრობო აქციის მონაწილეები მასშტაბური აქციისთვის ემზადებიან, რომელიც რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს. აქციის მონაწილეები გზის სავალ ნაწილზე გადადიან, რის გამოც, მათ სამართალდამცველები აკავებენ და საავტომობილო მოძრაობის აღდგენას ცდილობენ.
აქციის მონაწილეები ქუჩას პერმანენტულად კეტავენ.
ერევანში აქციის 70-მდე მონაწილე რამდენიმე საათის წინაც დააკავეს. უკვე რამდენიმე დღეა, ერევანში ოპოზიციონერი დეპუტატის, ნიკოლ ფაშინიანის ორგანიზებით, საპროტესტო გამოსვლები იმართება.