ერდოღანი - ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპა თურქეთის შიდა საქმეებში ერევიან
ერდოღანი - ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპა თურქეთის შიდა საქმეებში ერევიან

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპას მისი ქვეყნის საქმეში ჩარევაში ადანაშაულებს. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

„ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპა თურქეთის შიდა საქმეებში ერევიან. თურქეთმა დემოკრატიის მაგალითი მისცა მთელს მსოფლიოს“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ გამართულ მუნიციპალურ არჩევნებთან დაკავშირებით.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოუწოდა თურქეთს, მიიღოს არჩევნების შედეგები. ევროკავშირმა კი მოუწოდა ანკარას, არჩევნებში გამარჯვებულმა კანდიდატებმა უფლებამოსილების განხორციელება შეძლონ.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, რობერტ პალადინომ განაცხადა, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები აუცილებელია ნებისმიერი დემოკრატიისთვის.