გუგა ქაშიბაძე - ზემო ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებულებს სერიოზული დამწვრობები აღენიშნებათ
გუგა ქაშიბაძე - ზემო ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებულებს სერიოზული დამწვრობები აღენიშნებათ

ზემო ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებულ სამ პაციენტს სერიოზული დამწვრობები აღენიშნება, – ამის შესახებ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სამივე პაციენტს ინტენსიური თერაპიული ღონისძიებები უტარდება.

„სამივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობს სტაბილიზაციას ვინარჩუნებთ, თუმცა კიდევ ერთხელ განვმეორდები, საკმაოდ სერიოზულ დიაგნოზთან გვაქვს საქმე. ყველაფერი კეთდება, რათა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობასა და სიცოცხლეს საფრთხე არ მიადგეს. მათ უტარდებათ რეანიმაციული და ინტენსიური თერაპიული ღონისძიებები. სამივე მათგანი არის კონტაქტური, თუმცა კიდევ მათ საკმაოდ სერიოზული დამწვრობები აღენიშნებათ“, – განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

თბილისში, ზემო ფონიჭალაში აფეთქება საცხოვრებელ კორპუსში 15 ნოემბერს დილით მოხდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია, რასაც საცხოვრებელი კორპუსის მე-3 და მე-4 სართულებზე ნგრევა მოჰყვა. ამასთან, დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში აფეთქების შედეგად დაშავებული სამი პირია მოთავსებული, ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან. მაშველები აფეთქების ადგილზე დედა-შვილს დაახლოებით შვიდი საათის განმავლობაში ეძებდნენ.  ახალგაზრდა ქალი და მცირეწლოვანი საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში დაღუპულები იპოვეს.