ენტონი ბლინკენმა ხორვატია უვიზო პროგრამაზე წარადგინა
ენტონი ბლინკენმა ხორვატია უვიზო პროგრამაზე წარადგინა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ხორვატია უვიზო პროგრამაზე ოფიციალურად წარადგინა. ამის შესახებ ენტონი ბლინკენმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„უვიზო მოგზაურობისკენ გადადგმული ეს ნაბიჯი აღიარებს ხორვატიის დიდ პროგრესს პროგრამის მონაწილე ქვეყნებისთვის გათვალისწინებული მკაცრი სტანდარტების დაკმაყოფილების მხრივ. ჩვენ ველოდებით კიდევ უფრო ძლიერ ურთიერთობას აშშ-სა და ხორვატიას შორის“, – წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი „ტვიტერზე“.

როგორც ხორვატიული მედია წერს, როგორც მოსალოდნელია, უვიზო რეჟიმი აშშ-სთან ხორვატიის მოქალაქეებისთვის 30 სექტემბრისთვის ამოქმედდება.

ევროკავშირის წევრებს შორის აშშ-სთან უვიზო რეჟიმი მხოლოდ ხორვატიას, რუმინეთს, ბულგარეთსა და კვიპროსს არ გააჩნია. გასულ წელს აშშ-მა უვიზო რეჟიმის პროგრამაში პოლონეთი ჩასვა.