ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა
ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. ეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის რანგში ისრაელში მისი პირველი ოფიციალური ვიზიტია. იერუსალიმში ენტონი ბლინკენი მოლაპარაკებებს გამართავს ისრაელის პრმემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან. სახელმწიფო მდივანი ასევე დასავლეთ სანაპიროზე, ქალაქ ამალაში გამართავს შეხვედრას პალესტინის ავტონომიის ლიდერთან, მაჰმუდ აბასთან.

სააგენტო „როიტერის“ ცნობით, სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნავენ, რომ ბლინკენის ვიზიტის მთავარი ფოკუსია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შენარჩუნება და იმ ადამიანებისთვის დახმარების მიწოდება, ვინც ამას საჭიროებს.

ახლო აღმოსავლეთში ტურნეს ფარგლებში ენტონი ბლინკენი ასევე ჩავა კაიროსა და ამანში.

რეგიონში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტის ფონზე, ისრაელის ხელისუფლებამ პირველად 10 მაისს დაწყებული 11-დღიანი საომარი მოქმედებების შემდეგ, ღაზას სექტორში საწვავის, მედიკამენტებისა და საკვები პროდუქტების შეშვების თანხმობა განაცხადა.