ენტონი ბლინკენი ისრაელის სპეციალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელობას შეხვდა
ენტონი ბლინკენი ისრაელის სპეციალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელობას შეხვდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელის სპეციალური სადაზვერვო სააგენტოს, „მოსადის“ ხელმძღვანელს შეხვდა. ისრაელის ოფიციალურმა პირებმა „ღრმა შეშფოთება“ გამოთქვეს ირანის ბირთვული საქმიანობის გამო. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ირანის დაზვერვის სამსახურის უფროსი ელი კოენი აცხადებს, რომ რეგიონში ომი დაიწყება, თუკი აშშ და სხვა სახელმწიფოები ირანის ატომურ შეთანხმებასთან დაკავშირებით სათანადო ხელშეკრულებას არ გააფორმებენ.

ჯო ბაიდენმა აშშ-ის პრეზიდენტის ოფისის დაკავების შემდეგ განაცხადა, რომ შესაძლებლად მიიჩნევს აშშ-ის ირანის ატომურ შეთანხმებაში დაბრუნების საკითხს, რომელიც ქვეყნის წინა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დატოვა. ამის ფონზე კი, „როიტერის“ ინფორმაციით, ისრაელი ირანის სენსიტიური ტექნოლოგიებისა და პროექტების მიმართ მკაცრი შეზღუდვების დაწესებას ითხოვს.

ატომური შეთანხმების (JCPOA) შესახებ მოლაპარაკებები 2 აპრილიდან ვენაში მიმდინარეობს, სადაც ონლაინრეჟიმში მხარეებს შორის შეთანხმებაში აშშ-ის დაბრუნებისა და სანქციების მოხსნის საკითხებს განიხილავენ.