ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ალექსანდრ ლუკაშენკომ ტრანსნაციონალური რეპრესიის მორიგი აქტის ჩადენა სცადა
ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ალექსანდრ ლუკაშენკომ ტრანსნაციონალური რეპრესიის მორიგი აქტის ჩადენა სცადა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკოს რეჟიმი ცდილობდა, განეხორციელებინა ტრანსნაციონალური რეპრესიის მორიგი აქტი, როდესაც ტოკიოს ოლიმპიური თამაშებიდან ბელარუსი სპორტსმენის სახლში იძულებით გაგზავნა სცადა. ამის შესახებ ენტონი ბლინკენმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.

„ამგვარი ქმედებები არღვევს ოლიმპიურ სულისკვეთებას, ეწინააღმდეგება ფუნდამენტურ უფლებებს და მიუღებელია“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მოასპარეზე ბელრუსმა სპორტსმენმა, კრისტინა ციმანოვსკაიამ უარი განაცხადა სამშობლოში დაბრუნებაზე და პოლონეთს თავშესაფრის თხოვნით მიმართა. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ვარშავა მას ჰუმანიტარულ ვიზას მისცემს. სპორტსმენი პოლონეთში დღეს გაემგზავრება.

როგორც ციმანოვსკაია ამბობს, ის აეროპორტში იძულებით მიიყვანეს მას შემდეგ, რაც მწვრთნელები გააკრიტიკა. მომხდართან დაკავშირებით საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა გამოძიება დაიწყო.

დატოვე კომენტარი