ენრიკე ესპანეთის თამაშით უკმაყოფილოა - იაპონიამ ჯგუფში პირველობა დაიმსახურა #1TVSPORT
ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ კატარში მიმდინარე 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურის მატჩში იაპონიის ნაკრებთან დამარცხებაზე (1:2) კომენტარი გააკეთა.
„ესპანეთმა მთლიანად დაკარგა ბურთზე კონტროლი სულ რაღაც ხუთი წუთის განმავლობაში, პანიკაც კი იყო და ორი გოლი გავუშვით. ისე გამოვიყურებოდით, არ გამიკვირდებოდა, კიდევ ორი რომ გაეტანათ.
ეს მსოფლიო ჩემპიონატია და როცა იაპონიის მსგავს გუნდს დასაკარგი არაფერი აქვს, ასეთი მოულოდნელობები ხდება. ვითარების გაკონტროლება შეიძლებოდა, მაგრამ შემდეგ იაპონიამ გადაწყვიტა დაცვაზე გადასვლა, მათ მიიღეს ის შედეგი, რაც სურდათ. ჩვენ ვცდილობდით, შეგვეცვალა შედეგი, მაგრამ ვეღარ მოვახერხეთ.
იაპონიამ პირველი ადგილი დამსახურებულად დაიკავა. ჩვენი ამბავი კი მაღიზიანებს, რადგან მსურდა, ჯგუფში პირველები ვყოფილიყავით. იაპონიასთან ესპანეთის ნაკრები ძალიან შორს იყო იმისგან, რაც მე მინდა“, – ციტირებს ლუის ენრიკეს სიტყვებს გამოცემა „მარკა“.