ლუის ენრიკე - პსჟ-მ უნდა ისწავლოს კილიანის გარეშე თამაში #1TVSPORT
ლუის ენრიკე - პსჟ-მ უნდა ისწავლოს კილიანის გარეშე თამაში #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ განმარტება გააკეთა ლიგა 1-ის ბოლო ტურში „მონაკოს“ წინააღმდეგ კილიან მბაპეს შეცვლის შესახებ.

0:0 დასრულებულ შეხვედრაში მბაპე პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს. შეგახსენებთ, რომ სეზონის დასრულების შემდეგ ფრანგი თავისუფალი აგენტის სტატუსით სხვა კლუბში გადავა.

„ეს 100 პროცენტით მწვრთნელის გადაწყვეტილებაა. ადრე თუ გვიან უნდა ვისწავლოთ კილიანის გარეშე თამაში. ეს ჩემი გადაწყვეტილებაა, რომელიც გუნდის საკეთილდღეოდ მივიღე.

არსებობს თუ არა პრობლემა მბაპესთან დაკავშირებით? პრობლემები არ არის. ეს უბრალოდ სიტუაციის უკეთესი გადაწყვეტაა, რომელიც, ჩემი აზრით, სასარგებლო იქნება გუნდისთვის“, – განაცხადა ლუის ენრიკემ.