ლილე სვანაძე ჭადრაკში 10-წლამდე გოგონათა შორის ევროპის ჩემპიონი გახდა #1TVSPORT
ლილე სვანაძე ჭადრაკში 10-წლამდე გოგონათა შორის ევროპის ჩემპიონია.
საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე გამართულ ტურნირზე ქუთაისის მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლის წარმომადგენელმა ცხრა პარტიიდან შვიდი მოიგო, ორი კი ფრედ დაასრულა.
ლილე სვანაძემ ჩემპიონატი წაუგებლად ჩაატარა, 8 ქულით პირველი ადგილი დაიკავა და კონტინენტის ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.