ენდი რუისმა (17-1) რამდენიმე დღის წინ მსოფლიო შოკში ჩააგდო.
მექსიკელმა მოკრივემ ბრიტანელი ენტონი ჯოშუა მეშვიდე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა და შედეგად IBF, IBO, WBA და WBO ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. ჯოშუასა და რუისს შორის განმეორებითი დაპირისპირება აუცილებლად შედგება, თუმცა მანამდე, როგორც ჩანს, მექსიკელს სხვა მეტოქესთან ბრძოლა სურს.
რუისი დეონტე ვაელდერთან დაპირისპირებას ელის. „ტი ემ ზისთან“ (TMZ) მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ენტონი ჯოშუასთან რემატჩს აუცილებლად ჩაატარებს, თუმცა მას ასევე სურს დაუმარცხებელ ჩემპიონთან, დეონტე ვაელდერთან შეხვედრა.
ვაელდერს უკვე დაგეგმილი აქვს ორი განმერებითი ბრძოლა ლუის ორტისთან და ტაისონ ფიურისთან.