რუისის გეგმა ჯოშუასთან ბრძოლის წინ
რუისის გეგმა ჯოშუასთან ბრძოლის წინ

სუპერმძიმე წონაში მსოფლიო ჩემპიონი (WBA, WBO, IBF ვერსიებით) ენდი რუისი ენტონი ჯოშუასთან ბრძოლისთვის ემზადება.

ჯოშუას რევანში სურს და განაცხადა, რომ მექსიკელის წინააღმდეგ რინგზე „ქილერივით“ მოიქცევა. თავის მხრივ მექსიკელმა მოკრივემ ბრძოლის საკუთარ გეგმებზე ისაუბრა.

„თუ ჯოშუას ჩხუბი სურს, ეს ჩემთვის უკეთესია, მე ჩხუბი ძალიან მიყვარს. ვფიქრობ, რომ ბრძოლის იმ გეგმას უნდა გავყვე, რომელსაც ახლა მწვრთნელებთან ერთად დარბაზში ვამუშავებთ.

ეჭვი არ მეპარება, რომ ჯოშუა რინგზე ბევრს იმოძრავებს და ისე შეეცდება შემებრძოლოს. მე კი პრესინგს უნდა მივმართო და კორპუსზე ვიმუშავო, ასევე მოწინააღმდეგე ფსიქოლოგიურადაც უნდა გავტეხო“, – განაცხადა ენდი რუისმა.

ორი მძიმეწონოსანი ჩემპიონის შერკინებას კრივის სამყარო მოუთმენლად ელოდება. ბრძოლა 7 დეკემბერს საუდის არაბეთში გაიმართება.