ტედი ატლასი – ჯოშუა რუისს ბოლო რაუნდებში გააჩერებს

20:48, 05.12.2019

ცნობილმა მწვრთნელმა ტედი ატლასმა მექსიკელი ენდი რუისისა და ბრიტანელი ენტონი ჯოშუას მეტჩ-რევანშზე ისაუბრა.

პირველ შეხვედრაში ენდი რუისმა ჯოშუა დაამარცხა, თუმცა ორთაბრძოლაში ფავორიტად ეს უკანასკნელი მიიჩნეოდა.

თანამედროვე კრივის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენების დაპირისპირება უდიდეს ინტერესს იწვევს.

ტედი ატლასი: „ვფიქრობ, რომ ჯოშუა რეაბილიტაციას შეძლებს. ყველაფერი იმით დამთავრდება, რომ ის რუისს დააგდებს.

ენდი ნოკდაუნში აღმოჩნდება, თუმცა ბრძოლაში დაბრუნებას მოახერხებს.

რუისი ბოლო რაუნდებამდე გაძლებს, თუმცა, საბოლოოდ ჯოშუა მას შეაჩერებს“.

ჯოშუასა და რუისის ორთაბრძოლა საუდის არაბეთში, 7 დეკემბერს გაიმართება.

მსგავსი