ენდი მარეის რაინდის წოდება მიენიჭა
ენდი მარეის რაინდის წოდება მიენიჭა

შოტლანდიელ ჩოგბურთელ ენდი მარეის დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახმა რაინდის წოდება მიანიჭა. საზეიმო მიღება ლონდონში, ბუკინგემის სასახლეში გაიმართა.

ცერემონიას პირადად პრინცმა ჩარლზმა უხელმძღვანელა. აღნიშნული წოდება ცნობილ ჩოგბურთელს სპორტის ამ სახეობაში შეტანილი წვლილისთვის და მოპოვებული ტიტულებისთვის მიენიჭა. ცერემონიას მარეის ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ.

„სიამოვნებით მოვიყვანდი აქ ჩემს შვილებს, თუმცა ისინი ჯერ პატარები არიან. ამ მედალს მათ შინ ვაჩვენებ“, – აღნიშნა მარეიმ.