ენდი მარეის მორიგი ოპერაცია ელოდება
ენდი მარეის მორიგი ოპერაცია ელოდება

მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, ბრიტანელი ენდი მარეი ტრავმირებულ ბარძაყზე მორიგ ოპერაციას გაიკეთებს, – იტყობინება გაზეთი „მირორი“. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, მარეიმ გამოაცხადა, რომ 2019 წელს დაასრულებს კარიერას და სავარაუდოდ, ამას უიმბლდონის შემდეგ გააკეთებს.

თუმცა, ამ გეგმას ასრულება არ უწერია, რადგან მარეიმ მიიღო გადაწყვეტილება, ბარძაყთან დაკავშირებული ძველი პრობლემა ქირურგიული ჩარევით მოაგვაროს, შესაბამისად, ის ვერ შეძლებს თავის ბოლო უიმბლდონზე გამოსვლას.

31 წლის ენდი მარეი ავსტრალიის ღია პირველობაზე პირველივე წრეში გავარდა. ბრიტანელს 2017 წლის მარტის შემდეგ არ უთამაშია ATP-ის ტურნირის ფინალში.