თებერვალში დიდი სლემის ტურნირების სამგზის ჩემპიონმა ენდი მარეიმ ბარძაყზე ოპერაცია გადაიტანა. აღდგენითი პროცესი კარგად მიმდინარეობს და ბრიტანელი ჩოგბურთელი, პირველად დიდი ხანის განმავლობაში, არ გრძნობს ტკივილს, რომლის გამოც ბოლო წლებში ძალიან დიდი დრო გაუცდა.
„რეაბილიტაცია ნელა მიმდინარეობს, მაგრამ ყველაფერი კარგად არის. უბრალოდ, უნდა მოვიცადო და ვნახო, როგორ განვითარდება ყველაფერი. ეს რომ შესაძლებელი იყოს, სიამოვნებით ისევ ვითამაშებდი ჩოგბურთს. ტკივილი გაქრა და მე განწყობილი ვარ კარიერის გასაგრძელებლად“, – მოჰყავს ჩოგბურთელის სიტყვები სკაი სპორტს (Sky Sports).
უფრო ადრე, მარეიმ ჩოგბურთთან გამოთხოვება 2019 წლის უიმბლდონზე დაგეგმა. ბოლოს მან იანვარში ავსტრალიის ღიაზე ითამაშა და პირველ წრეში დამარცხდა.