ყოფილმა ბრიტანელმა ჩოგბურთელმა, ენდი მარეიმ კარიერის დასრულების შემდეგ ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. ახლა მარეი თავისი თაყვანისმცემლების წინაშე თეატრალურ სცენაზე წარდგება, – დაწერა გაზეთმა Dailymail-მა.
შოტლანდიელს ოთხი თეატრალური საღამო ექნება 2025 წლის ივნისში გლაზგოში, ედინბურგში, ლონდონსა და უიმბლდონში. გასტროლების დროს მარეი გაიხსენებს თავისი კარიერის მთავარ მომენტებს და გაანდობს მაყურებელს ისტორიებს საჩოგბურთო კულისებიდან.
„ამ ზაფხულს მომინდა, რაღაც ახალი მეცადა. არ მგონია, რომ რომელიმე ჩოგბურთელს აქამდე რაიმე მსგავსი გაეკეთებინოს, ასე რომ, ჩემთვის ეს დიდი გამოწვევა იყო“, – განაცხადა მარეიმ.
ღონისძიებაზე აკრძალული იქნება ფოტო და ვიდეოგადაღება – მაყურებელს მოუწევს საკუთარი ტელეფონის დატოვება დარბაზში შესვლამდე. მარეიმ ეს წესი იმით ახსნა, რომ სურს, ღიად და გულახდილად ილაპარაკოს და არ ეშინოდეს, რომ ვიღაც ჩაიწერს და საჯაროდ გამოფენს მის გამოსვლას.
ენდი მარეი უიმბლდონისა და ოლიმპიადის ორგზის ჩემპიონია.