ენდი მარეი მოგებით დაბრუნდა - აშშ-ის ღიას პირველი დღე
ენდი მარეი მოგებით დაბრუნდა - აშშ-ის ღიას პირველი დღე

ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე მეორე წრეში ამერიკელი ჯეკ სოკისა და არგენტინელი გვიდო ანდრეოცის მატჩში ირკვეოდა. სოკმა, რომელმაც შარშან წლის შემაჯამებელ ტურნირზე თამაშის უფლება მიიღო, სამ სეტში მოგებით რვამატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა. მაისის შემდეგ ეს მისი პირველი გამარჯვება (მხოლოდ მეექვსე სეზონში) იყო.

* * *
პირველ სათამაშო დღეს, მამაკაცთა ტურნირს სამი განთესილი გამოეთიშა.
მერვე ნომერმა გრიგორ დიმიტროვმა „დიდი სლემის“ ზედიზედ მეორე ტურნირზე წააგო ყოფილ ჩემპიონთან სტენ ვავრინკასთან. შვეიცარელმა ასევე პირველ წრეში მოუგო ბულგარელს უიმბლდონზე.

მე-16 ნომერი, ბრიტანელი კაილ ედმუნდი იტალიელ პაოლო ლორენცისთან ოთხ სეტში დამარცხდა. იანვარში ედმუნდი ავსტრალიის ღიას ნახევარფინალამდე მივიდა, მაგრამ მას შემდეგ, ჰარდზე მატჩების 70 პროცენტი დათმო.

კიდევ ერთი განთესილი, რომელმაც მეორე წრეში გასვლა ვერ შეძლო, მე-19 ნომერი რობერტო ბაუტისტა აგუტია. ესპანელმა უშანსოდ წააგო ავსტრალიელ ჯეისონ კუბლერთან – 3:6, 3:6, 4:6.

* * *
„დიდი სლემის“ ტურნირებზე ენდი მარეი დაბრუნდა. ბრიტანელმა, რომელსაც 2017 წლის უიმბლდონის შემდეგ არ ჰქონდა ნათამაშები, ოთხ სეტში დაამარცხა ავსტრალიელი ჯეიმს დაკუორტი – 6:7(5), 6:3, 7:5, 6:3.

2012 წლის ჩემპიონმა და ამჟამად მსოფლიოს 382-ე ჩოგანმა, 14-თვიანი პაუზის შემდეგ, პირველი მატჩი მოიგი “დიდ სლემზე”. ბრიტანელს უკვე მესამე რაუნდში შეიძლება მოუწიოს შეხვედრა ხუან მარტინ დელ პოტროსთან, რომელმაც ძალიან დამაჯერებლად მოუგო დონალდ იანგს – 6:0, 6:3, 6:4.

* * *
კანადელი თინეიჯერების – დენის შაპოვალოვისა და ფელიქს ოჟე-ალიასიმის საერთო ასაკი 27 წელია. ეს იყო ყველაზე ახალგაზრდა წყვილი აშშ-ის ღიაზე 2006 წლის შემდეგ, როცა ერთმანეთს 19 წლის ნოვაკ ჯოკოვიჩი და 17 წლის დონალდ იანგი ხვდებოდნენ. ჩოგბურთელებმა სეტები გაცვალეს, რის შემდეგ, მესამე სეტში 1:4-ზე ოჟე-ალიასიმმა ტრავმა მოიმიზეზა და თამაში შეწყვიტა.

* * *
შარშანდელ ფინალისტს კევინ ანდერსონს 4 საათი და 14 წუთი დასჭირდა ამერიკელი რაიან ჰარისონის დასამარცხებლად – 7:6(4), 5:7, 4:6, 6:3, 6:4. სამხრეთაფრიკელმა მესამე სეტში ფეხი დაიზიანა, მაგრამ შეძლო თამაშის გაგრძელება და დაამტკიცა, რომ ხუთსეტიანი მატჩების ოსტატია. წელს, უიმბლდონზე მან ჯონ ისნერს ნახევარფინალის მეხუთე პარტიაში 26:24 მოუგო.

* * *
სათამაშო დღეს ასრულებდა კაცებს მოქმედი ჩემპიონი რაფაელ ნადალი, რომელიც სახელოვან თანამემამულე დავიდ ფერერს ხვდებოდა. ვეტერანისთვის ეს ბოლო გამოსვლა იყო აშშ-ის ღიაზე, რადგან მალე კარიერის დასრულება აქვს გადაწყვეტილი.

ფერერს პირველ სეტში შანსი არ ჰქონია, მეორეში ბრეიკით იგებდა (4:3), მაგრამ ტრავმის გამო ვერ შეძლო თამაშის გაგრძელება. მატჩის შემდეგ ესპანელმა გამოაცხადა, რომ ეს იყო მისი ბოლო მატჩი “დიდი სლემის” ტურნირზე და ბოდიში მოიხადა, რომ ვერ შეძლო ბოლომდე ბრძოლა.

კაცები
I წრე
ნადალი (ესპ, 1)-ფერერი (ესპ) 6:3, 3:4 უარი
დელ პოტრო (არგ, 3)-იანგი (აშშ) 6:0, 6:3, 6:4
ანდერსონი (ს. აფრ, 5)-ჰარისონი (აშშ) 7:6(4), 5:7, 4:6, 6:3, 6:4
ვავრინკა (შვეიც)-დიმიტროვი (ბულ, 8) 6:3, 6:2, 7:5
ტიმი (ავსტრია, 9)-ბაშიჩი (ბოს) 6:3, 6:1, 6:4
ისნერი (აშშ, 11)-კლანი (აშშ) 7:6(3), 6:3, 6:4
ციციპასი (საბ, 15)-რობრედო (ესპ) 6:3, 7:6(1), 6:4
ლორენცი (იტა)-ედმუნდი (ბრიტ, 16) 4:6, 6:4, 7:5, 6:1
სოკი (აშშ, 18)-ანდრეოცი (არგ) 6:0, 7:6(4), 6:2
კუბლერი (ავსტრა)-ბაუტისტა აგუტი (ესპ, 19) 6:3, 6:3, 6:4
ჩორიჩი (ხორ, 20)-ფ. მაიერი (გერ) 6:2, 6:2, 5:7, 6:4
ლაიოვიჩი (სერ)-ძუმჰური (ბოს, 24) 3:6, 6:1, 6:3, 6:4
რაონიჩი (კან, 25)-ბერლოკი (არგ) 7:6(4), 6:4, 1:6, 6:3
ხაჩანოვი (რუს, 27)-რამოსი (ესპ) 6:3, 6:2, 6:3
შაპოვალოვი (კან, 28)-ოჟე ალიასიმი (კან) 7:5, 5:7, 4:1 უარი
ვერდასკო (ესპ, 31)-ლოპესი (ესპ) 6:2, 7:5, 6:4
პოსპიშილი (კან)-ლაჩკო (სლოვაკ) 7:5, 6:3, 6:2
სონეგო (იტა)-მიულერი (ლუქ) 7:6(2), 6:7(9), 5:7, 7:6(6), 6:2
ბასილაშვილი (საქ)-ბედენე (სლოვენ) 6:2, 4:6, 6:2, 2:6, 6:4
პეია (არგ)-რუუდი (ნორ) 6:4, 6:4, 6:1
ჯონსონი (აშშ)-ისტომინი (უზბ) 6:3, 7:6(6), 6:3
ფრიტცი (აშშ)-მ. ზვერევი (გერ) 4:6, 2:6, 6:4, 7:6(2), 6:2
სეპი (იტა)-კუერი (აშშ) 6:7(6), 6:4, 6:2, 2:1 უარი
შარდი (საფ)-რუბლიოვი (რუს) 6:2, 4:6 6:4, 6:1
კუდლა (აშშ)-ბერეტინი (იტა) 6:4, 7:5, 6:2
მარეი (ბრიტ)-დაკუორტი (ავსტრა) 6:7(5), 6:3, 7:5, 6:3
კარბალიესი (ესპ)-კრუგერი (აშშ) 3:6, 6:2, 6:4, 7:6(3)
მედვედევი (რუს)-დონსკოი (რუს) 7:5, 6:4, 6:2
ხარი (ჩილ)-გოიოვჩიკი (გერ) 7:6(4), 4:6, 6:1, 7:5
ნორი (ბრიტ)-ტომპსონი (ავსტრა) 7:5, 4:6, 6:4, 6:3
სიმონი (საფ)-ჰარისი (ს. აფ) 6:2, 6:2, 6:3
უმბერტი (საფ)-ალტამირანო (აშშ) 6:3, 7:6(4), 6:3