„ენ-ეიჩ-ელმა“ (NHL) კვირის მოთამაშეები დაასახელა
„ენ-ეიჩ-ელმა“ (NHL) კვირის მოთამაშეები დაასახელა

ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ გასული კვირის სამი ვარსკვლავი გამოავლინა.

კვირის პირველი ვარსკვლავი გახდა „ვეგასის“ მეკარე მარკ-ანდრე ფლერი. მან სამიდან სამი მატჩი მოიგო, საშუალოდ 0.33 შაიბა გაუშვა და მეტოქეთა დარტყმების 98.7 პროცენტი მოიგერია. ფლერიმ ზედიზედ ორ მატჩში შეძლო „შათაუტის“ შესრულება და ახლა, სეზონის ლიდერია მოგებების (32) და „მშრალი“ მატჩების (8) რაოდენობით.

მეორე ვარსკვლავის სტატუსი მიიღო „ვინიპეგის“ ფორვარდმა ბლეიკ ვილერმა. მან სამ მატჩში რვა ქულა (5+3) დააგროვა, განსაკუთრებით კი გამოიჩინა თავი „კოლამბუსთან“ (5:2) – ოთხი გოლის გატანა შეძლო.

კვირის მესამე ვარსკვლავია „პიტსბურგის“ ფორვარდი სიდნი კროსბი. მანაც სამ მატჩში რვა ქულა აიღო – სამი შაიბა და ხუთი შედეგიანი პასი.