ემილ ჰესკი - ბევრი მოთამაშე მსოფლიო ჩემპიონატზე შეკრებას ციხეში ყოფნას ადარებს #1TVSPORT
ემილ ჰესკი - ბევრი მოთამაშე მსოფლიო ჩემპიონატზე შეკრებას ციხეში ყოფნას ადარებს #1TVSPORT

ინგლისის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ემილ ჰესკიმ ისაუბრა იმ სირთულეებზე, რომელსაც ფეხბურთელები მსოფლიო ჩემპიონატზე აწყდებიან.

„იმის გათვალისწინებით, რომ კატარი პატარა ქვეყანაა, ფეხბურთელები ვარჯიშიდან და მატჩებიდან თავისუფალ დროს, სავარაუდოდ, სასტუმროში იქნებიან გამოკეტილები. ამიტომ მათ უნდა მოაწყონ ისეთი გარემო გუნდში, რომელიც ჰარმონიასა და მხიარულ ატმოსფეროს შექმნის.

2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე სამხრეთ კორეაში სვენ გორან ერიქსონი ხშირად გვიშვებდა სასტუმროდან. ერთად დავდიოდით საყიდლებზე, ვსეირნობდით და რესტორნებშიც კი შევდიოდით, სასტუმროში რომ არ გვეჭამა.

ამის გამო პრობლემები არასდროს მქონია, ბევრი სხვა მოთამაშისგან განსხვავებით. ისინი ამბობდნენ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე სასტუმროში ყოფნა ციხეში გამოკეტვას ჰგავდა, რადგან გარკვეულ დროს გარკვეულ ადგილებში უნდა იყო და მხოლოდ ხანდახან შეგიძლია სასტუმროს გარეთ გასვლა“, – ციტირებს ჰესკის The Sun-ი.

ემილ ჰესკი თამაშობდა ინგლისურ კლუბებში — „ლესტერ სიტიში“, „ლივერპულში“, „ბირმინგემ სიტიში“, „უიგან ატლეტიკში“, „ასტონ ვილაში“, „ბოლტონში“ და ავსტრალიურ „ნიუკასლ ჯეთსში“ (სადაც ამჟამად ბექა მიქელთაძე და ბექა დარცმელია თამაშობენ). იგი ევროპისა და მსოფლიოს ორ-ორი ჩემპიონატის მონაწილეა.