ემანუელ მაკრონი - საფრანგეთი ვირუსისთვის საკმარისად მომზადებული არ იყო
ემანუელ მაკრონი - საფრანგეთი ვირუსისთვის საკმარისად მომზადებული არ იყო

საფრანგეთი ვირუსისთვის საკმარისად მომზადებული არ იყო, – ეს განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ერისადმი საგანგებო მიმართვის დროს გააკეთა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

„ჩვენ გვქონდა დამცავი აღჭურვილობის ნაკლებობა, გელების, ნიღბების, როგორც სხვა ქვეყნებს… ჩვენ მივიღეთ რთული გადაწყვეტილებები“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ემანუელ მაკრონის თქმით, ქვეყნის რამდენიმე რეგიონში საავადმყოფოები კვლავ მძიმე დატვირთვით მუშაობენ.

საფრანგეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები საფრანგეთში 11 მაისამდე გაგრძელდება.