ემანუელ მაკრონი - ომში ვართ, მტერი არის უხილავი, მოუხელთებელი და მზარდი
ემანუელ მაკრონი - ომში ვართ, მტერი არის უხილავი, მოუხელთებელი და მზარდი

„კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გადაადგილებაზე 15-დღიანი შეზღუდვები დააწესა. სატელევიზო მიმართვისას, ემანუელ მაკრონმა მოსახლეობას მოუწოდა, დარჩნენ სახლში და გარეთ მხოლოდ აუცილებელი აქტივობისთვის გავიდნენ.

საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების დამრღვევი ნებისმიერი მოქალაქე დაისჯება.

„ჩვენ ომში ვართ, ჯანმრთელობის ომში. ჩვენ არ ვებრძვით არმიას ან სხვა სახელმწიფოს. მტერი არის უხილავი, მოუხელთებელი და მზარდი. ეს ჩვენგან საერთო მობილიზაციას მოითხოვს“, – თქვა ემანუელ მაკრონმა.

საფრანგეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 22 მარტს დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნები გადაიდო.

მაკრონმა ასევე გამოაცხადა, რომ ქირა და გაზის, წყლისა და ელექტროენერგიის გადასახადები შეჩერდება და საფრანგეთის არც ერთი მოქალაქე არ დარჩება რესურსების გარეშე.

ამასთან, მაკრონის თქმით, მიღწეულია შეთანხმება ევროკავშირის გარე საზღვრების 30 დღით ჩაკეტვასთან დაკავშირებით.