ემანუელ მაკრონი - ევროპამ უნდა შეწყვიტოს გულუბრყვილობა, როდესაც საქმე მისი ინტერესების დაცვას ეხება და თავდაცვის საკუთარი პოტენციალი შექმნას
ემანუელ მაკრონი - ევროპამ უნდა შეწყვიტოს გულუბრყვილობა, როდესაც საქმე მისი ინტერესების დაცვას ეხება და თავდაცვის საკუთარი პოტენციალი შექმნას

ევროპამ უნდა შეწყვიტოს გულუბრყვილობა, როდესაც საქმე მისი ინტერესების დაცვას ეხება და თავდაცვის საკუთარი პოტენციალი შექმნას, – აღნიშნულის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა საბერძნეთთან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის პაქტის ხელმოწერის შემდეგ განაცხადა.

აღნიშნული პაქტი ევროპის სამხედრო ავტონომიის ჩამოყალიბების ძალისხმევას გულისხმობს, რაც მაკრონის თქმით, ავსტრალიასთან წყალქვეშა ნავების შეთანხმების გაუქმების შემდეგ კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. მისი თქმით, ეს პაქტი ევროპის უსაფრთხოებას, სტრატეგიული ავტონომიის გაძლიერებასა და ევროპის სუვერენიტეტის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.

მაკრონის თქმით, ევროპამ უნდა შეწყვიტოს გულუბრყვილობა, როდესაც გარეშე ძალების მხრიდან განიცდის ზეწოლას და უნდა აჩვენოს, რომ გააჩნია ძალა და თავის დაცვის უნარი.

თანამშრომლობის პაქტის ფარგლებში, საბერძნეთი საფრანგეთისგან 24 „რაფალეს“ ტიპის ავიაგამანადგურებლებს შეიძენს, რითაც გახდება ევროკავშირის წევრი პირველის ქვეყანა, რომელიც საფრანგეთისგან საბრძოლო თვითმფრინავებს შეიძენს. გარდა ამისა, საბერძნეთი საფრანგეთისგან 3 მილიარდი ევროს ღირებულების ფრეგატებსაც შეიძენს.

საბერძნეთ-საფრანგეთის სტრატეგიული თანამშრომლობის პაქტის ხელმოწერას წინ უძღოდა აშშ-ის, ავსტრალიისა და დიდი ბრიტანეთის მიერ უსაფრთხოების პაქტის გაფორმება, რის გამოც ავსტრალიამ საფრანგეთისგან წყალქვეშა ნავების შესყიდვის შესახებ გაფორმებული მრავალმილიარდიანი კონტრაქტი გაწყვიტა.

დატოვე კომენტარი