ემანუელ მაკრონი - ჩინეთს აქვს მთავარი როლი მშვიდობის დამყარებაში
ემანუელ მაკრონი - ჩინეთს აქვს მთავარი როლი მშვიდობის დამყარებაში

ჩინეთს აქვს მთავარი როლი მშვიდობის დამყარებაში, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

„დარწმუნებული ვარ, ჩინეთს აქვს მთავარი როლი მშვიდობის დამყარებაში. ეს არის ის, რის განსახილველადაც ჩამოვედი, წინსვლისთვის. პრეზიდენტ სი ძინპინთან ჩვენ ასევე ვისაუბრებთ ჩვენს ბიზნესზე, კლიმატზე, ბიომრავალფეროვნებაზე და სურსათის უსაფრთხოებაზე“, – წერს ემანუელ მაკრონი „ტვიტერში“.

საფრანგეთის პრეზიდენტი ჩინეთში იმყოფება. ფრანგული მხარე მიიჩნევს, რომ რუსეთთან მჭიდრო კავშირების გამო, ჩინეთი შეიძლება, იყოს ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის, რომელსაც შეუძლია „თამაშის წესების შეცვლა“ უკრაინის ომის კონტექსტში.