ემანუელ მაკრონი 13 დეკემბერს ვიშეგრადის ჯგუფის სამიტს დაესწრება
ემანუელ მაკრონი 13 დეკემბერს ვიშეგრადის ჯგუფის სამიტს დაესწრება

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი 13 დეკემბერს ვიშეგრადის ჯგუფის სამიტს დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას ელისეის სასახლე ავრცელებს.

მაკრონი ბუდაპეშტში უნგრეთის პრემიერ-მინისტრის მიწვევის საფუძველზე ჩავა, სადაც ასევე შეხვდება უნგრეთის ოპოზიციის წარმომადგენლებსაც. აღსანიშნავია, რომ ვიშეგრადის სამიტს უნგრეთი ხელმძღვანელობს. საფრანგეთი კი, პირველი იანვრიდან ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტობას გადაიბარებს.

ვიშეგრადის ჯგუფის სამიტზე ლიდერები ევროპულ პრიორიტეტებზე, კლიმატის ცვლილებებზე, ციფრულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ გარდაქმნაზე, მიგრანტებისა და თავშესაფრების პოლიტიკის თაობაზე იმსჯელებენ.