ელონ მასკი - ტაილანდში მღვიმიდან ბავშვების ამოსაყვანად რამდენიმე კარგი ახალი ამბავია სპეციალისტებისგან
ელონ მასკი - ტაილანდში მღვიმიდან ბავშვების ამოსაყვანად რამდენიმე კარგი ახალი ამბავია სპეციალისტებისგან

კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი ელონ მასკი ტაილანდის მთავრობას მღვიმიდან ბავშვების ამოყვანის გეგმას სთავაზობს.

„რამდენიმე კარგი ახალი ამბავია სპეციალისტებისგან. მათთან ერთად განვიხილავ ავარიული სამაშველო კაფსულის ვერსიას, რომელიც ევაკუაციისთვის საკმაოდ უსაფრთხო იქნებოდა, ასევე, შევქმნით გასაბერ მილს საჰაერო საკეტებით“, – აცხადებს მასკი.

ტაილანდის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ ტაილანდში უკვე იმყოფებიან ელონ მასკის კომპანიის ინჟინრები, რომლებიც მაშველებს დახმარებას უწევენ.

ტაილანდის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ტჰამ ლუანგის მღვიმეში ახალგაზრდული საფეხბურთო ნაკრების წევრი 12 მოზარდი და მათი მწვრთნელი 23 ივნისს დაიკარგნენ. ისინი ცხრა დღის შემდეგ შესასვლელიდან ოთხი კილომეტრის მოშორებით აღმოაჩინეს. მოზარდების იქ ყოფნის პერიოდში, გამოქვაბული წყლით აივსო, რის გამოც, მათ გარეთ გასვლა ვერ შეძლეს და მიწისქვეშეთში იზოლაციაში აღმოჩნდნენ.