ელიზბარ ოდიკაძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა - ჭიდაობა
რომში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე ელიზბარ ოდიკაძემ (97კგ) ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო.
მესამე ადგილისთვის ბრძოლაში, დაძაბულ შეხვედრაში, მან აზერბაიჯანელი ნურმაგომედ გაჯიევი ანგარიშით 3:2 დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ დღეს ორო ქართველი ფალავანი, ორი მომქმედი მსოფლიო ჩემპიონი, ბექა ლომთაძე (61კგ) და გენო პეტრიაშვილი (125კგ) ოქროს მედლისთვის იასპარეზებენ, ბრინჯაოს მედლისთვის კი ირაკლი მწითური იბრძოლებს.
რეპეშაჟიდან ასევე მესამე ადგილის შანსს ავდანდილ კენჭაძე ინარჩუნებს. ფინალური ბლოკი 20.30 საათზე დაიწყება.