ელექტროენერგიის ავარიულად გათიშვის გამო საქართველოსა და ლუქსემბურგის ქალთა ნაკრებების მატჩი დროებით შეწყდა #1TVSPORT
ქალთა ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოსა და ლუქსემბურგის ნაკრებებს შორის ელექტროენერგიის ჯიხურში მომხდარი დაზიანების გამო შეწყდა.
შეხვედრის განახლება 19:00 საათზე, მიხეილ მესხის სათადარიგო სტადიონზე პირველი ტაიმის 43:20 წუთიდან იგეგმება.
ელექტროენერგიის გათიშვამდე ლუქსემბურგის ნაკრები საქართველოს ქალთა გუნდს 2:0 ამარცხებდა.